ბსუ-ში ფსიქოლოგიის კლინიკა ფუნქციონირებს
19 ივლისი 2017 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალფუნქციური ფსიქოლოგიის კლინიკა ფუნქციონირებს. ბსუ-ს ფსიქოლოგები ფსიქო-სოციალურ დახმარებას უწევენ ძალადობის მსხვერპლ ან რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს, ახალგაზრდებს, მათი ოჯახის წევრებს, შშმ და გსსმ პირებს. კლინიკის ბაზაზე გახსნილია სპეციალურად აღჭურვილი ზრდასრულთა ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის ოთახები. ასევე მოქმედებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შექმნილი „ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი“. ფსიქოლოგიის კლინიკაში მუშაობა მიმდინარეობს შემდეგი პროგრამებით: ABA თერაპია, ადრეული განვითარების ინდივიდუალური და ჯგუფური პროგრამა, მშობელთა გაძლიერების პროგრამა, ენისა და მეტყველების თერაპია. ცენტრს უკვე ჰყავს 20-მდე ბენეფიციარი.
სრულად