თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
21 მარტი 2017 წელი
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდსა და ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდს“ შორის. ხელშეკრულების ფარგლებში, ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკის ბაზაზე „ბათუმის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი“ გაიხსნება. მხარეები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში ითანამშრომლებენ. მისი მიზანია ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარება თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში. ბავშვზე ძალადობის, სექსუალური ძალადობის პრევენციის და შემთხვევათა დროული იდენტიფიცირების მიზნით დაიგეგმება ერთობლივი შეხვედრები, სემინარები და კონფერენციები.
სრულად