საქართველოს პარლამენტის ფრაქციის “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, თსუ-ს პროფესორმა გია ჟორჟოლიანმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „თანამედროვე საქართველოს განვითარების პერსპექტივები“. პარლამენტარმა ახალგაზრდებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები და მათი გამოყენების შესაძლებლობები გააცნო. პროფესორმა გია ჟორჟოლიანმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა ასევე დემოკრატიულ ღირებულებებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე.
უკან |