ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის აშშ-ს პიცბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ვასილ რუხაძემ საჯარო ლექცია - „საქართველო და პოლიტიკური პროცესები“ წაიკითხა. ჯეიმსტაუნის ფონდის ექსპერტმა ახალგაზრდებს საქართველოს პოლიტიკური განვითარების დინამიკა და დემოგრაფიული სურათის სტატისტიკა გააცნო გეოპოლიტიკურ ჭრილში. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების სუბსიდირების აუცილებლობაზე, ტურიზმის ინდუსტრიის როლზე პოლიტიკაში და განიხილა პოლიტიკური ელიტა, კლანიზმი.
უკან |