ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კლინიკა კორონავირუსის ინფექციით (COVID-19) შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. კლინიკა 3 აპრილიდან უფასო პირველად დახმარებას გაუწევს მოქალაქეებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური სირთულეების დაძლევაში. ფსიქოლოგიის კლინიკის მომსახურებით პირველ რიგში ისარგებლებენ კარანტინში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები.
თუ თქვენ გაწუხებთ სხვადასხვა ფორმის შიში, პანიკური შფოთვა, დეპრესია, დაქვეითებული გუნება-განწყობილება, სტრესის შედეგად განვითარებული ფსიქოლოგიური პრობლემები, შეგიძლიათ, მიიღოთ კვალიფიციური ფსიქოლოგიური მომსახურება ონლაინრეჟიმში. სერვისის სარგებლობისთვის ფსიქოლოგიის კლინიკას მიმართეთ შემდეგ მისამართზე: p.clinic@bsu.edu.ge
პანდემიას ახლავს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამწვავება, შფოთვა და მაღალი სტრესი. ფსიქოლოგიის კლინიკის გვერდზე პერიოდულად განთავსდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვმართოთ ემოციები, როგორ მოვიქცეთ ბავშვებთან მაღალი სტრესის სიტუაციაში და ა. შ.
გვერდი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.facebook.com/ფსიქოლოგიის-კლინიკა-105659214425374/?modal=admin_todo_tour
პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას უზრუნველყოფენ ბსუ - ს ფსიქოლოგიის კლინიკის პრაქტიკოსი ფსიქოლოგები.
უკან |