ტემპუსის პროექტის - INOTLES (Innovating of Teaching and Learning of Europea Studies) ფარგლებში სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპისმცოდნეობის პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით webinar-ი ჩატარდა. ონლაინ-კონფერენციაში პროექტში ჩართული ევროპის 10 უმაღლესი სასწავლებელი (ბელგია, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) მონაწილეობდა. რიგით მეორე სემინარზე სტუდენტთა ჩაჭრის თავიდან აცილების ეფექტური მეთოდები და სწავლების პროცესში სიმულაციის მეთოდების გამოყენების საკითხები განიხილეს.
უკან |