ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრით აღინიშნა. ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბერიძე ახალგაზრდებს მოძალადის და მსხვერპლის პორტრეტზე, ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და გახშირებული შემთხვევების ფსიქოლოგიურ მექანიზმებზე ესაუბრა. ღონისძიების დასასრულს, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად ბათუმში, ერას მოედანზე გამართულ აქციას შეუერთდნენ და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული საერთაშორისო კამპანია 16 დღეს გაგრძელდება.
უკან |