სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბავშვთა ადრეული ინტერვენცია

სურათი

ბავშვთა ადრეული ინტერვენციის თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. „პირველი ნაბიჯი საქართველოს ადრეული ინტერვენციის პროგრამის“ ხელმძღვანელმა რუსუდან ბოჭორიშვილმა და ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის წარმომადგენელმა მაია გაბუნიამ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს  ადრეული ინტერვენციასა და მასთან დაკავშირებული  აქტუალურ საკითხებზე  ესაუბრა. სამუშაო ჯგუფის მიზანია რეგიონში სიტუაციური ანალიზის ჩატარება, ადგილობრივი საზოგადოების სენსიტიზაცია ადრეული ინტერვენციის სერვისზე და დისკუსიის გზით საერთო ხედვის ჩამოყალიბება. ღონისძიება ასევე ითვალისწინებს სერვისის განვითარების ადვოკატირების პერპექტივების განსაზღვრას, ადგილობრივი ლიდერების გამოკვეთას, სტრატეგიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებას, ადრეული ინტერვენციის სერვისების გაფართოების პერსპექტივების (ადამიანური რესურსი, ფინანსებიდაა.შ.) განხილვასა და საბოლოო ჯამში ადრეული ინტერვენციის კუთხით თანამშრომლობის ქსელის გაძლიერებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა