ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა თამილა მეიშვილმა მასტერ კლასი ჩაატარა მეტყველების სწავლების მეთოდიკაში. გააცნო მეტყველების სწავლების მნიშვნელოვანი ასპექტები, ისაუბრა მეტყველების კულტურის აქტუალურ საკითხებზე და ჩაატარა პრაქტიკული სავარჯიშოები. მეტყველების კულტურის ლექციები სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
უკან |