ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ თამარ გაგოშიძის საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში ტარდება და მიზნად ისახავს ნეიროფსიქოლოგიის, როგორც ახალგაზრდა და განვითარებადი ფსიქოლოგიის დარგის გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის. მომხსენებელი სამი დღის განმავლობაში ლექციებს წაიკითხავს შემდეგ თემებზე: „ნეიროფსიქოლოგია, როგორც ინტერდისციპლინური მეცნიერება და მისი როლი ადამიანის ქცევის გაგებაში“, „მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევები ბავშვებში“ და „დემენციების ნეიროფსიქოლოგია“.
უკან |