შშმ პირთა საერთაშორისო დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ბათუმის #6 საჯარო სკოლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებთან ერთად აღნიშნეს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების აღსაზრდელები ბსუ-ში არსებული ცეკვის მოყვარულთა წრის გაკვეთილს დაესწრნენ, სწრაფი კვების ობიექტის მუშაობაში ჩაერთნენ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გობელენზე მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და მხატვრულ კითხვაში მიიღეს მონაწილეობა. 2 დეკემბერს სტუდენტები ბათუმის #2 საჯარო სკოლას ეწვივნენ და შშმ მოსწავლეებს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასთან არსებული ამერიკული კუთხე წარუდგინეს. ღონისძიების დასასრულს პროექტის მონაწილეებს ფასიანი საჩუქრები გადაეცა, ხოლო ბსუ-ს სწრაფი კვების ობიექტმა მასპინძლობა გაუწია. პროგრამა მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების საზოგადოებაში ეფექტურად ჩართვას და მათთვის ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაცნობიერებას.
უკან |