სამხედრო დანაყოფის ჯარისკაცებისათვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორებმა - ირაკლი გორგილაძემ და ლაშა ბაჟუნაიშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს გლობალურ და რეგიონალურ პოლიტიკაში საერთაშორისო ორგანიზაციების როლსა და სივრცის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ფაქტორებზე ესაუბრეს.
უკან |