შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ასოცირებულ პროფესორის ქეთევან ბერიძის საჯარო ლექცია. მომხსენებელმა სტუდენტებს აივ ინფექციითა და შიდსით დაავადების გზებზე, რისკებზე, აქტუალურ პრობლემებსა და პრევენციის გზებზე ესაუბრა. მსოფლიო პანდემიამ 1981 წლიდან დღემდე 30 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მსოფლიო ისტორიაში შევიდა ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი და დესტრუქციული ეპიდემიის სახელით.
უკან |