28 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბულში ჩატარებულ ,,ერასმუს“ + პროგრამა/ტრენინგში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი იმედა ქოჩიაშვილი მონაწილეობდა. ტრენინგი სახელად ,,სოციალური გადარჩევა“ სოციალურად დაუცველი საზოგადოებისათვის მხარდაჭერისა და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნისათვის იყო გამიზნული. პროექტი საერთაშორისო იყო და მასში მონაწილეობას ღებულობდნენ სტუდენტები შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, გერმანია, ესტონეთი, რუმინეთი და თვით მასპინძელი ქვეყანა თურქეთი.
უკან |