ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატოში ლევან დოლიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ეროვნული უსაფრთხოება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. საჯარო ლექციების პროექტი, რომელიც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს სტუდენტების მაქსიმალურ ჩართვასა და ინფორმირებას ქვეყნის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების პირობების შექმნაში.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმიც, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ერთობლივ საგანმანათლებო-შემეცნებითი პროექტების განხორციელებაში ჩაერთვებიან.
უკან |