2016 წლის 18 მარტს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა თემაზე - ‘’გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციები კავკასიაში’’. კონფერენცია სოციალურ მეცნიერებათა 24-ე მსოფლიო კონგრესის ფარგლებში ტარდება.
კონფერენციის თემატიკა კავკასიის რეგიონში მომხდარ და მიმდინარე გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის ანალიზს ეხება ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტში. რეგიონის გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია განხილულია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების, ეთნიკურ საკითხებთან მიმართებით.
კონფერენციაში მონაწილეობენ მომხსენებლები თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვეთიდან, კანადიდან, ესპანეთიდან. მოხსენებები წარმოადგინეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლებმა, მაგისტრებმა და დოქტორანტებმა.
საერთაშორისო კონფერენცია ილიაუნის პოლიტოლოგიის ინსტიტუტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება.
უკან |