სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

TEMPUS-ის პროექტის დასკვნითი ეტაპი ბრიუსელში

სურათი

TEMPUS-ის პროექტ INOTLES  ფარგლებში,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია ბელგიის ქალაქ ბრიუსელში გამართულ საუნივერსიტეტთაშორისო კურსს „ევროკავშირის ინსტიტუტები და მმართველობა„ -ს დაესწრო. სტუდენტებმა  მონაწილეობა მიიღეს ვრიჯეს უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტში გამართულ დასკვნით კოლოკვიუმში.  ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში სხვადასხვა ევროპული  ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

პროექტი INOTLES – ‘’სწავლისა და სწავლების ინოვაციები ევროპისმცოდნეობის დარგში’’ 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა  და   ევროპისმცოდნეობის დისტანციურ სწავლებას მოიცავდა.   პროექტის კოორდინატორი-საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი ნანა ყურშუბაძე; პროექტში მონაწილეობდნენ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილი და ამავე ფაკულტეტის  სტუდენტები: მიხეილ ბენია, ანა ნიქაბაძე და ქეთი დევაძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა