სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 17 სტუდენტი მონაწილეობს. ორ სექციაში, პოლიტიკის მეცნიერებებისა და ფსიქოლოგიის სექციებში წარმოდგენილი მოხსენებების თემატიკა ძირითადად მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიისა და პოლიტიკის შესახებ აქტუალურ თემებს. აგრეთვე სტუდენტები მუშაობენ ფსიქოლოგიის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: აუტიზმი და რეაბილიტაცია, სხეულის ენის პრაქტიკული შესწავლა, კულტურისა და ინტერკულტურალიზმის ფსიქოანალიტიკური განხილვა.
უკან |