ქართველ მკვლევართა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია - 1917 წლის თებერვლის რევოლუცია და გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციები კავკასიაში - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ტრადიციულად მეხუთე წელია იმართება. სამეცნიერო სესიაზე ბათუმელ კოლეგებთან ერთად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს საერთაშორისო ვითარება კავკასიის რეგიონში XX საუკუნის I ნახევარში. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს იმ პერიოდის საქართველოს პრიორიტეტების, პერსპექტივებისა და აუცილებელი საფრთხეების გათვალისწინებით ქვეყნის პოლიტიკური ნაბიჯების მართებულობაზე. სამეცნიერო მოხსენებები ახალ საარქივო მასალებზე დაყრდნობით იყო წარმოდგენილი, რაც მის ისტორიოგრაფიულ ასევე პოლიტიკურ მნიშვნელობას ზრდის.
უკან |