სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საჯარო ლექცია თემაზე: „შინაგანი ქალური და მამაკაცური იპოსტაზები“

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  პრაქტიკოსმა ფსიქოლოგმა, არტ-თერაპევტმა, ფსიქოსინთეზის  სპეციალისტმა ირინა სოლოვიოვამ საჯარო ლექცია გამართა. ლექციაზე საუბარი შეეხო შინაგან  ქალურ და მამაკაცურ იპოსტაზებსა და  ყველა ადამიანში არსებულ ქალური და მამაკაცური საწყისების გამოვლინებებს. ლექციის თემა  განხილული იყო ტაროს კარტის მაგალითზე, როგორც  „არქეტიპის“ ცნება და უნივერსალური შიგაფსიქიური სტრუქტურა, რომელიც  გერმანელმა მეცნიერმა კარლ გუსტავ იუნგმა შემოიღო.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ირინა სოლოვიოვას ახალი წიგნი „ ტაროს ფუგურულ კარტთან მუშაობა ფსიქოლოგიაში“. წიგნი შეიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. პრექტიკოსი ფსიქოლოგი ირინა სოლოვიოვა ფსიქოლოგიის მიმართულებაში 5 წიგნისა და 300 სტატიის ავტორია.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა