სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

შეხვედრა უსინათლო და წაკითხვის პრობლემების მქონე პირებისათვის თანამედროვე საინფორმაციო სისტემის საკითხზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შშმ პირთა ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის დამკვიდრების, განათლების ხელმისაწვდომობის და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის  მიზნით, შვედი სპეციალისტების ვიზიტი გაიმართა. შეხვედრა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ქეთევან ბერიძის და ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტების ორგანიზებით გაიმართა.

პროექტის ფარგლებში საქართველოში  დაინერგება მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე ციფრული ტექნოლოგია DAISY ფორმატის სახით. ამ ფორმატის დანერგვა საშუალებას მისცემს  საქართველოში მცხოვრებ პირებს ისარგებლონ ადაპტირებული აუდიო წიგნებით, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება მომხმარებლის მოთხოვნაზე.

პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ახალი ტექნოლოგიის დანერგვით იქმნება ახალი პროფესია უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისათვის, რომლებიც დაეუფლებიან თანამედროვე საინფორმაციო სისტემების შექმნის ტექნოლოგიებს და მომავალში თავად დასაქმდებიან. გამოიყებენ შეძენილ ცოდნას, დამოუკიდებლად შეძლებენ ხმოვანი წიგნების შექმნას.

მსოფლიოში არაერთი  დამხმარე საშუალება არსებობს, რომლითაც უსინათლო და მცირემხედველი ადამიანები ეცნობიან სხვადასხვა სახის ინფორმაციას. მხმოვანი წიგნების ახალ ფორმატად შემუშავებული იქნა DAISY (DIGITAL  ACCESSIBLE INFORMATION SYSTEM) ფორმატი, ხელმისაწვდომი ციფრული საინფორმაციო სისტემა „ხმოვანი წიგნების" ციფრულ ფორმატში ჩასაწერად. DAISY ფორმატით გახმოვანებული წიგნები საშუალებას იძლევა  მსმენელმა ისარგებლოს ნავიგაციით, გამოიყენოს საძიებო სისტემა, ციფრული ფორმატის საშუალებით მოძებნოს სასურველი გვერდი, აბზაცი, სიტყვა, ტექსტი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა