საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ერაზმუს+ის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კვირეულში მიიღეს მონაწილეობა ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნანა ყურშუბაძემ და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი გორგილაძემ. 16-22 ოქტომბერს, ლიუბლინის მეწარმოებისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში (პოლონეთი) ჩატარებული კვირეული სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების აკადემიურ, ადმინისტრაციულ პერსონალთან შეხვედრას, საჯარო ლექციების წაკითხვასა და ვორქშოფებში მონაწილეობას ითვალისწინებდა.
პროგრამის ფარგლებში ნანა ყურშუბაძემ პრეზენტაცია წარადგინა ქვეყნის, რეგიონისა და უნივერსიტეტის შესახებ, ხოლო ირაკლი გორგილაძემ ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ლექცია წაიკითხა თემაზე: საქართველო ძველი „ახალი აქტორი“ გლობალურ სამყაროში შესახებ.
კვირეულში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად სერბეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, არგენტინის, ბრაზილიის, ბოლივიისა და მექსიკის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტების წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
უკან |