სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

არჩევნების აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სურათი

არჩევნებისა და საარჩევნო პროცესის აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საარჩვენო პროცესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გზა განვლო, შემუშავდა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ბაზა, ინსტიტუციონალური უზრუნველყოფის მექანიზმები, ჩამოყალიბდა შესაბამისი პოლიტიკური კულტურა, დაიხვეწა საარჩევნო პროცესის წარმართვის ტექნოლოგიები და განვითარდა პოლიტიკური სუბიექტების სტრატეგიული და ტაქტიკური მიმართულებები.

აღნიშნული საკითხების გათვალისწინებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა მოხსენებები წაიკითხეს და საქართველოში 2017 წლის ოქტომბერში გამართული თვითმართველობის არჩევნების შედეგები გაანალიზეს. წარმოდგენილ მოხსენებებში განხილული იყო საკითხები თვითმართველობის არჩევნების რეგიონალური თავისებურებების, საარჩევნო პროცესის მონიტორინგისა და შეფასების, საარჩევნო კამპანიის, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, საარჩევნო კამპანიაში ცნობადი სახეების მონაწილეობის, არჩევნების შედეგების და პოლიტიკური სპექტრის გადანაწილების შესახებ. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა