სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„არა - ძალადობას!“

სურათი

ბავშვთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კლინიკის, ფსიქოლოგიის სპეციალობის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებმა ბათუმის მერვე საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებისათვის ტრენინგი ჩაატარეს თემაზე: „არა - ძალადობას!“. 19 ნოემბრის, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პერმანენტულ ხასიათს ატარებს და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. აქცია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროექტის ,,ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად’’ ფარგლებში ტარდება. პროექტს  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ,,სთეფ ფორვარდი’’ და ,,თანაზიარი’’ ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა