ძალადობისგან ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმის შთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს და ბათუმი “ძალადობისგან ბავშვთა დაცვის” საინფორმაციო კამპანიას შეუერთდნენ. ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა სოციალურ კაფეში „თავისუფალი სივრცე“ ბავშვებისა და მშობლებისათვის შემეცნებითი ღონისძიება გაიმართეს. ახალგაზრდებმა ბავშებისათვის ღიმილის თემაზე ზღაპარი წაიკითხეს. პატარებმა კი თემაზე “რა იწვევს ჩემში ღიმილს” ნახატები შექმნეს.
უკან |