ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პედაგოგებისათვის პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ,,თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგია“. სწავლების მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ, როგორიცაა: განათლების პარადიგმისა და კრიტიკული აზროვნების რაობა; სასწავლო პროცესის კონსტრუირება; ღირებულებისა და ცოდნის განათლების ინსტრუმენტის გამოყენება; შემოქმედებითი ლექციის როლი; რას მოიცავს ზოგადი/ტრანსფერული უნარები; როგორ წავმართოთ და ვმართოთ დისკუსია/დებატები. ტრენინგს უძღვებოდა ილიაუნის უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი, ტრენერი ლოლიტა შენგელაია.
უკან |