ქართულ-ამერიკული სკოლის ინიციატივით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტებმა ტრენინგი ჩაატარეს თემაზე: ,,არა ძალადობას!“. სწავლება მიზნად ისახავდა მოზარდებში ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა ანალოგიური ტრენინგების გამართვა სტუდენტებისა და მოსწავლეების მონაწილეობით.
უკან |