სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

დაუნის სინდრომის საერტაშორისო დღე

სურათი

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა რამდენიმე ღონისძიება მიუძღვნა. ფსიქოლოგიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტებმა უნივერსიტეტსა და ბათუმის #16 ბაღში  საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ჩაატარეს. მომავალმა ფსიქოლოგებმა დაუნის სინდრომზე, მის გამომწვევ მიზეზებზე, მახასიათებელ თვისებებსა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან მომუშავე ფსიქოლოგის როლზე ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ფლაერები დაურიგდათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა