ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია ისტორია და პოლიტიკური მეცნიერება გაიმართა. სესიის მიზანი იყო პოლიტიკური მეცნიერებების სწავლების და სწავლის პროცესში ისტორიის ადგილის და როლის, არსებული მდგომარეობის, გამოწვევების და პრობლემების წარმოჩენა და შეფასება. ბათუმელმა და თბილისელმა მომხსენებლებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: პოლიტიკური განათლება, ისტორიის ინსტიტუციონალიზაცია პოლიტიკის მეცნიერებაში, ისტორიის გამოყენება პოლიტიკის მეცნიერებების ცალკეული კურსების სწავლების პროცესში, ისტორიის და პოლიტიკის ურთიერთმიმართების ცალკეული საკითხები.
კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის ახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
უკან |