მუდმივმოქმედმა სამეცნიერო სემინარმა მუშაობა განაახლა
2 მარტი 2012 წელი
მუდმივმოქმედმა სამეცნიერო სემინარმა მუშაობა განაახლა
საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა დასახლებებისა და ყოფის კვლევის პროგრამის „მუჰაჯირობის (გადასახლების) ისტორია და ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები თანამედროვე თურქეთში“ ფარგლებში მუშაობა განაახლა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედმა სამეცნიერო სემინარმა. სხდომაზე პროფესორმა მამია ფაღავამ მოხსენება წარმოადგინა თემაზე: „საერთოქართველური ლექსიკა სამხრულ კილოებში“. სემინარი ყოველი თვის ბოლო პარასკევს, 37–ე კაბინეტში, 13 საათზე ჩატარდება და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, თურქეთში მცხოვრები მეცნიერები, სტუდენტები, დოქტორანტები, საქართველოს სამეცნიერო ცენტრებიდან და უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები.
სრულად