ქართველოლოგიის ცენტრი

„ქართველ მუსლიმთა მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა თურქეთში“

სურათი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქართველ მუსლიმთა მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა თურქეთში“ (HE/21/1-10/13; სამეცნიერო ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ზაზა შაშიკაძე) ფარგლებში გაიმართა საანგარიშო შეხვედრა. მკვლევარმა რუსლან ბარამიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს 2015 წლის პირველ ნახევარში წარმოებული კვლევა-ძიების შედეგები  გააცნო. პროექტის მონაწილეებმა იმუშავეს ანკარის თაფუსა და კადასტრის არქივში, თურქეთის საისტორიო საზოგადოების წიგნთსაცავებში, ეროვნულ და ანკარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში. მკვლევრებმა მოიპოვეს მნიშვნელოვანი მასალები და ლიტერატურა, რაც მათ დაეხმარება პროექტით გათვალისწინებული საკითხების უკეთ შესწავლაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა