ქართველოლოგიის ცენტრი

„ქართველ მუსლიმთა მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა თურქეთში“

სურათი

1835-6 წლის „ოსმალეთის საქართველოს აღწერის მასალების“ თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩატარდა.  უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ზაზა შაშიკაძემ და ისტორიის აკადემიურმა დოქტორმა რუსლან ბარამიძემ სტუდენტებს გააცნეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტის “ქართველ მუსლიმთა მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა თურქეთში“ (საგრანტო ხელშეკრულება #57/06) ფარგლებში მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში თურქეთის არქივებში წარმოებული კვლევის შედეგები. მკვლევარებმა მუშაობისას აღმოაჩინეს მრავალი საინტერესო დოკუმენტი, მათ შორის 1835/6 წლის აღწერის მასალები, რომლებიც მოიცავს ,,ოსმალეთის საქართველოს“ ტერიტორიას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა