ქართველოლოგიის ცენტრი

მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მუჰაჯირები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  გაიმართა თემაზე „მუჰაჯირები“. სამეცნიერო სესია ,,საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა დასახლებებისა და ყოფის კვლევის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა ბოლო ერთი წლის წარმოებული კვლევა-ძიების შედეგების გაცნობას. კონფერენციაზე ქართველ მეცნიერებთან ერთად უცხოელმა მკვლევრებმა მე-19 საუკუნეში სამხრეთ საქართველოდან თურქეთის შიდა პროვინციაში გადასახლებული ქართველების (მუჰაჯირების) ისტორიისა და მათ შთამომავალთა თანამედროვე ყოფისადმი მიძღვნილი მოხსენებები წარმოადგინეს.

ერდოღან შენოლი და მუსტაფა ქოლათი კონფერენციის მუშაობაში მოხსენებით „ქართული ენის ჯგუფი ნუროსმანიეს სკოლაში“ სოფელ ნუროსმანიედან ჩაერთნენ და თურქეთში საქარიას პროვინციის გეივეს რაიონის სოფელ ნუროსმანიეს სკოლაში არსებული ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფის საქმიანობა გააცნეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა