ქართველოლოგიის ცენტრი

ქართველოლოგიის ცენტრის XI სამეცნიერო კონფერენცია

სურათი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის “კლარჯეთი“ (საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი მამია ფაღავა, მენეჯერი - პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე) ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის XI სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევარებმა და დოქტორანტებმა სესიაზე აგვისტოში, ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში წარმოებული ათდღიანი ექსპედიციის შედეგები შეაჯამეს. კლარჯეთის სოფლებში მოპოვებული ფოლკლორული, დიალექტოლოგიური, ეთნოლოგიური, ონომასტიკური და  მატერიალური კულტურის ძეგლების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალები სამეცნიერო მიმოქცევაში სათანადო დამუშავების შემდეგ შევა და გამოყენებული იქნება კომპლექსურ მონოგრაფიაში „კლარჯეთი“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა