სამეცნიერო კვლევები

ბსუ-ს მონაწილეობით TEMPUS -ის ორი პროექტი განხორციელდება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით ინსტიტუციური თანამშრომლობის (Erasmus+Capacity Building in Higher Education (CBHE) ორი პროექტი განხორციელდება. TEMPUS -ის პროგრამის საგრანტო კონკურსის შედეგების მიხედვით, გამარჯვება მოიპოვა პროექტებმა:  „საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კვლევის შესაძლებლობების გაზრდა სამეცნიერო-კვლევითი სამსახურების მეშვეობით“ და „მედიაცია: ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაცია“. პროექტი „საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კვლევის შესაძლებლობების გაზრდა სამეცნიერო-კვლევითი სამსახურების მეშვეობით“ მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით არსებული კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას საქართველოს უნივერსიტეტებში კვლევითი სამსახურების განვითარების მეშვეობით. პროექტის ფარგლებში  საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი კვლევითი პლატფორმა ჩამოყალიბდება, რაც ითვალისწინებს საქართველოს უნივერსიტეტებში სამეცნიერო საქმიანობის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტები ჩაატარებენ ტრენინგებს, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის კვლევის მართვისა და მონაცემთა ანალიზის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.

კონსორციუმი შედგება შემდეგი 18 წევრისგან: 11 საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდი (SRNSFG), საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი (EQE), დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი, კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტი, ნიცის სოფია ანტიპოლისის უნივერსიტეტი.

პროექტი „მედიაცია: ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაცია“ საშუალებას მისცემს აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებს, გახდნენ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეები საკუთარი ქვეყნების მედიაციის პროცესში. პროექტის გუნდი გაეცნობა ევროპულ პრაქტიკას, კვალიფიკაციას აუმაღლებს პერსონალს, შეარჩევს სტუდენტებს და ასევე შეიმუშავებს მედიაციის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას.

თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში შეიქმნება მედიაციის ფედერაციები, რომლის მეშვეობითაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ, ხელი შეუწყონ მედიაციის ღირებულებების დაცვას, საკანონმდებლო ცვლილებების დანერგვას, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობას და გავლენა იქონიონ ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა