სამეცნიერო კვლევები

„თანამედროვე მეცნიერების, საზოგადოებისა და განათლების აქტუალური საკითხები“

2022 წლის 29-31 იანვარს, უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში ჩატარდება VII ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე „თანამედროვე მეცნიერების, საზოგადოებისა და განათლების აქტუალური საკითხები“. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოქტორებს, მეცნიერ-თანამშრომლებს, დოქტორანტებს, სხვადასხვა პროფილისა და მიმართულების სპეციალისტებს, მასწავლებლებს, მაგისტრებსა და სტუდენტებს. კონფერენციის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: სოფლის მეურნეობის მეცნიერებები, ბიოლოგიის, მედიცინის, ტექნიკური, ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერებები, ლიტერატურა, კულტუროლოგია, ჟურნალისტიკა, ფილოლოგიური, ფილოსოფიური, იურიდიული მეცნიერებები და სხვა.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა დოკუმენტაცია უნდა გადაგზავნოთ 2022 წლის 28 იანვრამდე შემდეგ მისამართზე: kharkiv@sci-conf.com.ua 

თეზისების გაფორმებისა და სხვა მოთხოვნების შესახებ იხილეთ დანართი.

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა