სამეცნიერო კვლევები

უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ონლაინ შეხვედრა

7 თებერვალს გაიმართება ონლაინ შეხვედრა უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის (UCBP) ორგანიზებით. შეხვედრაზე ბიზნეს ლიდერებს, უმაღლესი განათლების ადმინისტრატორებს და პოლიტიკის შემქმნელებს შესაძლებლობა ექნებათ დაადგინონ პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის უნივერსიტეტისა და ინდუსტრიის თანამშრომლობას. ექსპერტები და მონაწილეები გაიზიარებენ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს უნივერსიტეტ-ბიზნეს-მთავრობის თანამშრომლობისთვის.

უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა (UCBP), დაფინანსებული აშშ-ს საელჩოს მიერ თბილისში და ადმინისტრირებული საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების მიერ არის ინიციატივა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო კულტურის ხელშეწყობის, პრაქტიკული კვლევების მრეწველობასთან დაკავშირების, ინოვაციებისა და ეკონომიკის გაზრდის მიზნით.

დაინტერესებული პირები, დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე:
https://us02web.zoom.us/meeting/register/tZIpd--gqTgtE9ybjaClLTurLhK3kr1AEFID

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი.
 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა