სამეცნიერო კვლევები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტების კონკურსი

სურათი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს კონკურსს შემდეგი საგრანტო პროექტების მოსაპოვებლად: კონკურსი ფუნდამენტური კვლევებისათვის, 2022 წლის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი, 2022 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი და 2022 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი.

ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო მიმართულებებია: სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები და ინჟინერია, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2022 წლის 12 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია: https://rustaveli.org.ge/geo/mimdinare-konkursebi/fondi-atskhadebs-fundamenturi-kvlevebisatvis-sakhelmtsifo-sametsniero-grantebis-2022-tslis-konkurss

 

საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების (საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან არსებული საქართველოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.

საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

14 თებერვალი -  7 მარტი 18:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

14 მარტის 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

დამატებითი ინფორმაცია: https://rustaveli.org.ge/geo/mimdinare-konkursebi/fondi-atskhadebs-2022-tslis-saqartvelos-sazghvrispira-regionebis-shemstsavleli-sametsniero-kvleviti-proeqtebis-khelshetskobisa-da-saertashoriso-sametsniero-ghonisdziebebis-sagranto-konkurss

ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების (მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

14 მარტიდან 4 აპრილის 18:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

11 აპრილის 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

დამატებითი ინფორმაცია: https://rustaveli.org.ge/geo/mimdinare-konkursebi/fondi-atskhadebs-2022-tslis-saqartvelos-okupirebuli-teritoriebis-shemstsavleli-sametsniero-kvleviti-proeqtebis-khelshetskobisa-da-saertashoriso-sametsniero-ghonisdziebebis-sagranto-konkurss

 

2022 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. განაცხადის წარდგენის ვადებია: 2022 წლის 11 აპრილიდან 31 მაისის 18:00 სთ-მდე - პროექტის რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში - http://gmus.rustaveli.org.ge

2022 წლის  8 ივნისის 18:00 სთ-მდე - ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია 

დამატებითი ინფორმაცია: https://rustaveli.org.ge/geo/mimdinare-konkursebi/fondi-atskhadebs-2022-tslis-metsnierebis-popularizatsiisatvis-miznobrivi-sagranto-konkurss

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა