სამეცნიერო კვლევები

სამეცნიერო პროექტი - „იოანე სინელის „კლემაქსის“ ქართული თარგმანები (გამოკვლევა, ტექსტები, ლექსიკონი)

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, თანადამფინანსებელი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: პროფ. მაია ბარამიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: ძირითადი პერსონალი: პროფ. რამაზ ხალვაში, პროფ. მალხაზ ჩოხარაძე, მოწვეული პერსონალი: პროფ. მარინე გიორგაძე, აკად. დოქტ. ირმა მაკარაძე

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე (2022 დეკემბერი - 2023 მაისი)

პროექტის მიზანი, ამოცანა, აქტუალობა: პროექტის მიზანია პროფესორ მერი ცინცაძის† მიერ გამოსაცემად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომის - იოანე სინელისკლემაქსისქართული თარგმანები (გამოკვლევა, ტექსტები, ლექსიკონი) გამოცემა.

იოანე სინელი უდიდესი საეკლესიო მოღვაწეა. მისი თხზულება „კლემაქსი“ ანუ „სათნოებათა კიბე“ იმ ნაწარმოებთა შორისაა, რომელიც რამდენჯერმეა ნათარგმნი ქართულად, რაც უპირველესად, მეტყველებს მის პოპულარობაზე და ქართული კულტურისთვის დიდ მნიშვნელობაზე. ფაქტია, რომ იოანე სინელის თხზულებამ, მისმა ქართულმა თარგმანებმა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შუა საუკუნეების ქართულ მხატვრულ-ფილოსოფიურ აზროვნებაზე.

მერი ცინცაძემ „კლემაქსის“ ქართულ თარგმანებზე მუშაობა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო და გააგრძელა გვიან, უკვე ოცდამეერთე საუკუნის დამდეგს. ნაშრომის სრულყოფაზე მუშაობდა გარდაცვალებამდე. იგი 2018 წელს გარდაიცვალა 87 წლის ასაკში. ამ დროისათვის ნაშრომი დასრულებული ჰქონდა, თუმცა, გამოცემისთვის აუცილებელი ტექნიკური და სარედაქციო სამუშაოების შესრულება ვერ მოასწრო.

შესაბამისად, პროექტის პერსონალის ამოცანაა გამოცემისთვის აუცილებელი ტექნიკური და სარედაქციო სამუშაოს შეასრულება, ანუ ნაშრომის გამოსაცემად მომზადება, რაც გულისხმობს:

ა) იოანე სინელის „კლემაქსის“ ექვთიმე მთაწმინდელის და პეტრე გელათელის თარგმანთა შესახებ ვრცელი სამეცნიერო გამოკვლევის გამოცემას;

ბ) გამოკვლევაზე დართული „კლემაქსის“  ექვთიმე მთაწმინდელის და პეტრე გელათელის თარგმანთა ტექსტების აკადემიურ გამოცემას;

გ) ლექსიკონის გამოცემას.

სწორედ ნაშრომის შინაარსი და სტრუქტურა, რომელიც მოიცავს საკუთრივ მონოგრაფიას, ექვთიმე ათონელის და პეტრე გელათელის მიერ თარგმნილი ტექსტების აკადემიურ და პარალელურ გამოცემას და ლექსიკონს, განაპირობებს გამოცემის პრაქტიკულ მნიშვნელობას. ნაშრომით ისარგებლებენ როგორც დარგის სპეციალისტები, ქართული თარგმანის ისტორიით და თეორიით დაინტერესებული პირები, ასევე, სამივე საფეხურის სტუდენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიყენონ აღნიშნული ნაშრომი ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურზე სწავლისას, ასევე, საკვალიფიკაციო ნაშრომზე მუშაობისას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა