სამეცნიერო პროექტი: ,,აჭარა-გურიის ციტრუსოვანთა პლანტაციებში გავრცელებული მავნებელ-დაავადებების შესწავლა და პათოგენთა კოლექციის შექმნა”.
გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - მზიური გაბაიძე.
პროექტის კოორდინატორი: გურამ მემარნე.
პროექტiის ძირითადი შემსრულებლები: ლამზირი გორგილაძე, სოსო მეფარიშვილი, ნელი ხალვაში, მამუკა თურმანიძე, ლუკა ვანიშვილი.
პროექტის ხანგრძლივობა: 3 წელი (2023-2026).
პროექტის მიზანი და ამოცანები:
პროექტის მიზანია აჭარა-გურიის ციტრუსოვანთა პლანტაციებში მავნებელ-დაავადებების სპექტრის გამოვლენა-დიაგნოსტიკა, გავრცელების არეალის, განვითარების ინტენსივობის დადგენა, დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების პათოგენური და ვირულენტური თვისებების შესწავლა, სახეობრივი მრავალფეროვნების კვლევა პჯრ მეთოდით, პათოგენთა კოლექციის შექმნა, მავნებელ-დაავადებების მიმართ გამძლე ჯიშების გამოვლენა. წარმოდგენილი პროექტის მიზნის შესასრულებლად შესწავლილი იქნება როგორც რეგიონში მასიურად გავრცელებული (მეჭეჭიანობა, ფიტოფტოროზი, მელანოზი, გომოზი, ანთრაქნოზი, სიდამპლეები, ალტერნარიოზი, ვერტიცილიოზური ხმობა, ფარიანები, ცრუფარიანები, ტკიპები, ფრთათეთრები, ბუგრები და სხვ), ისე ახლად ინვაზირებული მავნებელ–დაავადებები. პროექტის განხორციელების პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული იმ საკარანტინო მავნებელ-დაავადებებზე რომლებიც უფრო ინტენსიური გავრცელებითა და საკმაოდ მაღალი აგრესიულობით გამოირჩევიან და შესაბამისად მათგან გამოწვეული ზიანიც მაღალია, რაც ცალსახად მიუთითებს ამ დარგში ჩასატარებელი კვლევების აქტუალობაზე. პროექტი აქტუალურია იმითაც, რომ პირველად საქართველოში სრულყოფილად იქნება შესწავლილი ციტრუსოვანთა პლანტაციებში არსებული ფიტოსანიტარული მდგომარეობა. გამოვლენილი იქნება დაავადებების გამომწვევი პათოგენები, მოხდება მათი მორფოლოგიურ-კულტურალური თვისებების შესწავლა, თანამედროვე სტანდარტებით შენახვა ციტრუსოვანი კულტურების პათოგენთა კოლექციაში.
უკან |