![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_19813_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტი იწვევს ბსუ-ს აკადემიურ და სამეცნიერო პირებს მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: პროექტები, კვლევები, პერსპექტივები“ მონაწილეობის მისაღებად. სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება 2023 წლის 6-7 დეკემბერს, მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ონლაინ.
დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ დანართში.
![](https://bsu.edu.ge/images/pdf.png)
უკან |