სამეცნიერო კვლევები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდია-„Youth of Excellence Scheme 2023-2024“ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

განათლების საერთაშორისო ცენტრი საერთაშორისო სტანდარტების უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადების მიზნით, სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, ახორციელებს სასტიპენდიო  პროგრამებს  საქართველოს  მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ სწავლის ხელშეწყობის მიზნით. ცენტრის საერთაშორისო თანამშრომლობაში აღსანიშნავია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერა. გარდა სამთავრობო შეთანხმების საფუძველზე მოქმედი სასტიპენდიო პროგრამისა, ჩინეთის მხარე საქართველოს მოქალაქეებს დამატებით სთავაზობს ჩინეთის მთავრობის სტიპენდიას „Youth of Excellence Scheme”.

 

პროგრამის მიზნობრივი ჯგუფია სახელმწიფო მოხელე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან ექვივალენტი, ან უფრო მაღალი დონე), დაწესებულების უფროსი მენეჯერი, უნივერსიტეტის ან სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, საერთაშორისო ორგანიზაციებში, პროგრამასთან შესაბამისი მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილების მქონე.

განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 15 აპრილამდე ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის ვებგვერდზე: http://studyinchina.csc.edu.cn/#/login

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ  ვებგვერდზე: iec.gov.ge (https://shorturl.at/KLQ14).

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა