სამეცნიერო კვლევები

ერითროციტური (ABO, Rh-Hr, Kell, MN Ss) ჯგუფური ანტიგენების გავრცელების სიხშირე აჭარა-გურიის მოსახლეობაში და მათი გამოყენება პრაქტიკულ მედიცინასა და ეთნიკურ ანთროპოლოგიაში

სამეცნიერო პროექტი - ერითროციტური (ABO, Rh-Hr, Kell, MN Ss) ჯგუფური ანტიგენების გავრცელების სიხშირე აჭარა-გურიის მოსახლეობაში და მათი გამოყენება პრაქტიკულ მედიცინასა და ეთნიკურ ანთროპოლოგიაში

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - ემერიტუს პროფესორი  ანზორ დიასამიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები - პროფესორი რუსუდან ხუხუნაიშვილი, ასოცირებული პროფესორი მარინა ნაგერვაძე, ასოცირებული პროფესორი ლეილა ახვლედიანი

სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა -  2009-2010 წწ.

სამეცნიერო პროექტის მიზანი მიზანი:
• აჭარის ხუთი (ხელვაჩაური, ქედა, ხულო, შუახევი, ქობულეთი) რაიონის მკვიდრ მოსახლეობაში ABO, Rh, Kell, MNSs სისტემის ანტიგენების გავრცელების სიხშირის შესწავლა;
• გურიის სამი (ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი)  რაიონის მკვიდრ მოსახლეობაში აღნიშნული სისტემის გენოგეოგრაფიის დადგენა;
• სამეცნიერო  თვალსაზრისით საინტერესო ფენოტიპების აღრიცხვა და ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდება; ერითროციტური ანტიგენების კორელაციური თავისებურებების დადგენა დღეგრძელობასთან და მთის მკაცრ გარემო პირობების მიმართ ამტანობასთან.

სამეცნიერო პროექტის მიზანი ამოცანები:
• საექსპედიციო მარშუტების დაგემვა და განხორციელება აჭარისა და გურიის რეგიონში;
• ABO, Rh, Kell, MNSs  ჯგუფური სისტემების ანტიგენების გამოსავლენი მეთოდების შესწავლა და ოპტიმიზაცია;
• ერითროციტური ჯგუფური ანტიგენების გავრცელების თავისებურებების შესწავლა მთისა და ბარის პოპულაციებში;
• გეოგრაფიულად იზოლირებული მთის პოპულაციების გამოყოფა და მოსახლეობის შესწავლა ერითროციტური ჯგუფური ანტიგენების მიხედვით;
• ასაკოვან და ხანდაზმულ ადამიანთა ერითროციტური ანტიგენების სკრინინგი და დღეგრძელობასთან ასოცირებული ფენოტიპების გამოვლენა.

სამეცნიერო პროექტის მიზანი შედეგები: გრანტის ფარგლებში მომზადდა  მონოგრაფია. „ერთროციტური გენეტიკური მარკერების (ABO, Rh-Hr, Kell, MN) გავრცელების სიხშირე აჭარის რეგიონის მოსახლეობაში“ (ავტორები მ. ნაგერვაძე, ა. დიასამიძე, რ. ხუხუნაიშვილი, ლ. ახვლედიანი), გამომცემლობა ბათუმის უნივერსიტეტი, 2010 წ.
გრანტის მონაწილე ძირითდი პერსონალის მიერ გაკეთდა მოხსენება საერთაშორისო კონფერენციაზე: International conference and exhibition. Batumi-spring-2010. May 7-9, Batumi, Georgia.

გრანტის ფარგლებში მომზადდა ორი სამეცნიერო პუბლიკაცია:
1. M. Nagervadze, A. Diasamidze, R. Khukhunaishvili, L. Akhvlediani, G. Dumbadze, S. Tskvitinidze, M. Khoridze Composition of erythrocytic (ABO, Rh-Hr, Kell, Mn) group antigens characteristic of the population of Guria (by the example of Ozurgeti district’s population). J. Georgian Medical news. 11 (188).
2. Nagervadze M., Khukhunaishvili R., Diasamidze A., Akhvlediani L., Dumbadze G., Koridze M., Tskvitinidze S. Distribution of Rh-Hr blood group antigens, alleles and haplotypes in mountain district of Adjara. ISSN 1512-0392. Experimental and clinical medicine. №5(60) 2010. 26-30.

გრანტის ფარგლებში მოეწყო სემინარი „თანამედროვე ხედვა ტრანფუზოლოგიაში“, სადაც მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის აკადემიურმა პერსონალმა და აგრეთვე ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალმა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა