სამეცნიერო პროექტი - გარემოს რადიო სპექტრალური დიაგნოსტიკა სიგნალისა და გარემოს დისპერსიულ მახასიათებლებს შორის კორელაციური ურთიერთკავშირის საფუძველზე (FR/640/6-110/12)
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჯაბნიძე
სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო პროექტი
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2013-2016 წწ.
სამეცნიერო პროექტის მიზანი - ზონდირებადი იმპულსური სიგნალის სიხშირული ზოლის გაგანიერების საკითხის შესწავლა სხვადასხვა მოდულაციის (სიხშირული, ფაზური, დასხვა) რეგულარული და შემთხვევითი კანონზომიერების რადიოსიგნალებისათვის.
სამეცნიერო პროექტის შედეგები: პროექტის ფარგლებში აგებული იქნა ციფრული გენერატორი და ექსპერიმენტალურად შესწავლილი იქნა გარემოს არაერთგვა¬როვნე¬ბებისა და სტატისტიკური მახასიათებლების გავლენა იმპულსურის სიგნალის გავრცელებაზე. შედეგები გაანალიზდა, შედარდა უკვე არსებულ შედეგებს და აისახა პროექტის ფარგლებში დაცულ სადოქტორო შრომაში “გარემოს არაერთგვაროვნებებისა და სტატისტიკური მახასიათებლების გავლენა რადიოსიგნალის გავრცელებაზე”.
პროექტის სამეცნიერო სიახლეს წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო სივრცეში ფართოდ დამკვიდრებული სისტემების სრულყოფის და ანალიზის ხელშეწყობის მიზნით ემპირიული ინფორმაციული სიგნალების დროით-სიხშირული ევოლუციის შესწავლის მეთოდოლოგიის დამუშავება, აგრეთვე პროექტის ნაშრომის სიახლეს წარმოადგენს დასმული ამოცანების ორიგინალურობა, კვლევების ადექვატური მეთოდების გამოყენება და მიღებული კონკრე-ტული შედეგები.
კვლევის ინოვაციურობა მდგომარეობს შემთხვევითი სტატისტიკის მქონე გარემოს “მოდულაცია-დემოდულაცია” პროცესის სიმულაციური მოდელის შექმნაში, კერძოდ სტატისტიკური მახასიათებლების მქონე გარემოს ლაბორატორიული მოდელის შექმნა ფიზიკურად რეალიზებადი სიგნალების ფილტრების გამოყენებით.
პირველად განხორციელდა ანალიზური და კომპიუტერული მოდელის შერწყმით რადიოტექნიკური და ელექტრონული სიმულაციური სისტემების საცდელ მოდელად „სიგნალი-გარემო-სიგნალი“ გამოყენება.
პროექტის ფარგლებში დასახული იქნა 16 ამოცანა, როგორც თეორიული ასევე ექსპერიმენტული ხასიათის. ამოცანების რეალიზაციაზე მუშაობდა კონსტრუქტორთა ჯგუფი, ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი ნუგზარ ღომიძე, ექსპერიმენტატორთა ჯგუფი, ჯგუფის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ლალი კალანდაძე, თეორეტიკოსთა ჯგუფი, ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი ჟუჟუნა დიასამიძე. პროექტის განხორციელებაში ჯამურად მონაწილეობდა 14 მეცნიერ-თანამშრომელი.
პროექტის შედეგები გამოქვეყნდა 4 საერთაშორისო, რეფერირებად, რეცენზირებად ჟურნალში, მოხსენებული იქნა 5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე. პროექტის ფარგლებში განხორციელდა 2 მივლინება ქვეყნის გარეთ. დაცული იქნა ერთი სადოქტორო დისერტაცია თემაზე “გარემოს არაერთგვაროვნებებისა და სტატისტიკური მახასიათებლების გავლენა რადიოსიგნალის გავრცელებაზე”(დისერტანტი, პროექტის დამხმარე მეცნიერ-თანამშრომელი მირანდა ხაჯიშვილი, ხელმძღვანელი პროფ. ნუგზარ ღომიძე) დანაწილობრივ მომზადდა დოქტორანტ კახა მახარაძის სადისერტაციო თემაც.
შესწავლილი იქნა გენერირებული იმპულსის სივრცე-დროითი ევოლუცია ექსპერიმენტულად გარემოს სტატისტიკური პარამეტრების ცვლილებების მიხედვით; გადაცემული და მიღებული სიგნალების ენერგეტიკულ მახასიათებლებს შორის თანაფარდობები;იმპულსური სიგნალების სივრცე-დროითი ევოლუცია დაჯახებად, იზოტროპულ გარემოში (იმპულსის ამპლიტუდის ევოლუციურ ცვლილება სივრცესა და დროში, იმპულსის გავრცელების სიჩქარე და პირობები). ჩატარდა რიცხვითი ექსპერიმენტები სხვადასხვა საწყისი ფორმისა და ხანგრძლივობის იმპულსებისათვის (განხილულია მართკუთხა, სინუსოიდალური და ბიექსპონენციალური პირველადი იმპულსების შემთხვევები). ნაჩვენები იქნა, რომ მდგრადი ფორმით გამოირჩევა ბიექსპონენციალური იმპულსი, რომლისთვისაც ნაკლებადაა გამოხატული ოსცილაციები და დაჯახების ეფექტებით გამოწვეული დისიპაციური პროცესები ძირითად ვლინდება მისი ინტენსივობის შემცირებაში;
ჩამოყალიბებულია ადეკვატური თეორია, ინფორმაციული სიგნალის ფორმირების შესახებ მიმღებ-გადამცემი კავშირის არხის გავლით. კლასიფიცირებულია დეტერმინირებული და შემთხვევითი კანონზომიერების მქონე მამოდულირებელი იმპულსური და პერიოდული სიგნალები;
წარმოდგენილია ადაპტიური ალგორითმის გაუმჯობესებული მოდელი, რომელიც ეფუძნება სტატისტიკური მეორე და მეოთხე რიგის მომენტების გამოთვლას. გამოთვლილია ხმაურის ექსცესიის კოეფიციენტი რაისის და რელეის არხისათვის (2,3; 2,8) 25 კჰც სიხშირის მზიდი სიგნალისათვის (დისკრეტიზაციის სიხშირე 200 კჰც) შეფასებულია, რომ FM სიგნალისათვის დიაპაზონი მოთავსებულია [5 დბ, 35 დბ] შუალედში;
განხილულია შემოსაზღვრული ენერგიის იმპულსური სიგნალების ანალოგური მოდულაციისა და რიცხვითი მანიპულაციის ტიპები. აგებულია დროით–იმპულსური მანიპულატორი. შესწავლილია 500 მგჰც-3 გჰც სიხშირის მზიდი სიგნალის ევოლუცია მიმღებ-გადამცემი სისტემის გავლით სიმულაციური მოდელირების საფუძველზე. განხილულია ერთტონალური და მრავალტონალური AM, FM და PM-სიგნალების ფორმირების მეთოდები მამოდულირებელი სიგნალის რეგულარული და შემთხვევითი კანონზომიერებისას. დამუშავებულია მთელრიცხვიანი ალგორითმი შემთხვევითი გენერირებით.
შესწავლილი იქნა გაბნეული გამოსხივების სპექტრის სიმძლავრისა და სტატისტიკური მომენტების დამოკიდებულება მშთანქმელი თხელი (სქელი) ფენის პარამეტრებზე და შესწავლილი იქნა პროექტის გაგრძელების შესაძლებლობა მაგნიტოოპტიკური და ულტრადისპერსიული გარემოს ოპტიკური მახასიათებლებლების შეფასების თვალსაზრისით, ახალი მასალების, როგორიცაა იმპლანტირებული მაგნიტური სტრუქტურები და ნანოსტრუქტურები, დიაგნოსტიკის ფიზიკური მეთოდების კვლევა და სამეცნიერო შრომების ამ მიმართულებით გაგრძელების პერსპექტივა.
უკან |