სამეცნიერო კვლევები

ინფრაწითელი ლაზერი მცენარეთა ზრდის ინტენსიფიცირებისათვის in vitro სისტემაში

სამეცნიერო პროექტი - ინფრაწითელი ლაზერი მცენარეთა ზრდის ინტენსიფიცირებისათვის in vitro სისტემაში

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გულნარა ვერულიძე

სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2014-2015 წწ.

სამეცნიერო პროექტის მიზანი - მცენარეთა კლონალური მიკროგამრავლება in vitro კულტურაში, ანუ მცენარეთა გამრავლება ქსოვილური კულტურის მეთოდით არის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელსაც სანერგე მასალის წარმოების ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია. ამ ტექნოლოგიის ყველაზე რთულ ეტაპს შერჩეული მცენარის ნაწილების სტერილურ საკვებ არეზე შეყვანა და მათი ზრდის ინიცირება წარმოადგენს.
სამეცნიერო პროექტის შედეგი - დადგინდა, რომ გასტერილებული ღეროს სეგმენტების დამუშავება ინფრაწითელი ლაზერით ზრდის მცენარის მორფოგენეტიკური პოტენციალს, დასხივებული მცენარეები კონტროლთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდებიან და გამრავლების უფრო მაღალი კოეფიციენტით ხასიათდებიან. პროექტი ხორციელდება საქართველოში რეგისტრირებული შპს Geomax International-ის თანადაფინანსებით კომპანიის კუთვნილი ბიოტექნოლოგიური ლაბორატორიის ბაზაზე. ახალი ინოვაციური ტექნოლოგია გამოიყენება  ლურჯი მოცვის, რემონტანტული მაყვლის ნერგების მასიური წარმოებისათვის.

მოხდება სარგავი მასალის შემოწმება ფარული ვირუსული ინფექციის არსებობაზე და ჩატარდება სამუშაოები პროდუქციის სერტიფიცირებისათვის. მომზადდება საპატენტო განაცხადი საქპატენტში წარსადგენად და ეროვნული პატენტის მიღების შემთხვევაში მომზადდება დოკუმენტაცია საერთაშორისო პატენტის მოსაპოვებლად.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა