სამეცნიერო კვლევები

რეზუს სისტემის ანტიგენების _ С, c, D, E, e გავრცელების თავისებურებანი და მათი სკრინინგის აუცილებლობა დონორთა სისხლში და ანტი - D ანტისხეულებით გამოწვეული ალოიმუნოსენსიბილიზაციის ცალკეული შემთხვევები ორსულებში

სამეცნიერო პროექტი - ახალგაზრდა მეცნიერებისთვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული და დაფინანსებული პროექტი რეზუს სისტემის ანტიგენების _ С, c, D, E, e გავრცელების თავისებურებანი  და მათი სკრინინგის აუცილებლობა  დონორთა სისხლში და ანტი - D ანტისხეულებით გამოწვეული ალოიმუნოსენსიბილიზაციის ცალკეული შემთხვევები ორსულებში

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი მარინა ნაგერვაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი  - ლაბორანტი სოფო ცქვიტინიძე

სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2012-2013 წწ.

სამეცნიერო პროექტის მიზანი:

• სისხლის გადასხმის ცენტრებში ოფიციალურ დონორებში Rh-Hr ჯგუფური სისტემის ფენო და გენოტიპური თავისებურებატა ანალიზი;
• აღნიშნული სისტემის ალელთა და ჰაპლოტიპთა  სიხშირის დადგენა;
• Rh ჯგუფური ანტიგენების სიხშირისა და ფენოტიპური თავისებურებებიდან გამომდინარე თეორიულად მოსალოდნელი ალოიმუნოსენსიბილიზაციის პროგნოზირება;
• სამედიცინო თვალსაზრისით საინტერესო ფენოტიპების აღრიცხვა.

სამეცნიერო პროექტის ამოცანები:

• Rh-Hr ჯგუფური სისტემების ანტიგენების გამოსავლენი მეთოდების მოდიფიკაცია და სრულყოფა;
• იშვიათი ჯგუფური კომბინაციების მქონე დონორების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და მათი მიწოდება სესაბამის დაწესებულებებზე.
• რეზუს სისტემით იმუნიზირებულ ორსულთა გამოკვლევა ანტირეზუსუ ანტისხეულებზე.

სამეცნიერო პროექტის შედეგები - გრანტის ფარგლებში მოეწყო 2 სემინარი:

„Rh-Hr ჯგუფური სისტემის ზოგიერთი კლინიკურად მნიშვნელოვანი ანტიგენის სკრინინგის აუცილებლობა დონორ–რეციპიენტში“.
„Rh იმუნოსენსიბილიზაციის წარმოშობის ძირითადი გზები და ანტირეზუსული ანტისხეულები“. 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა