სამეცნიერო კვლევები

თურქეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების საბჭო (TÜBİTAK)

თურქეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების საბჭო (TÜBİTAK) წამყვანი სააგენტოა თურქეთში კვლევების მენეჯმენტის, ფინანსირებისა და მართვის დარგში. თუბითაქს მართავს სხვადასხვა უნივერსიტეტების, წარმოებებისა და კვლევითი ინსტიტუტების ცნობილი მეცნიერებისგან დაკომპლექტებული სამეცნიერო საბჭო.  თურქეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების საბჭო ხელს უწყობს ინოვაციურ, აკადემიურ, სამრეწველო კვლევებს,  ეროვნული პრიორიტეტების გათვალისწინებით ქმნის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პოლიტიკას და მართავს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს. გარდა ამისა, საბჭო ორგანიზებას უწევს სამეცნიერო და საზოგადოებრივ ღონისძიებებს და ეხმარება სტუდენტებს სხვადასხვა ტიპის სტიპენდიებით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: http://www.tubitak.gov.tr


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა