სამეცნიერო კვლევები

სტამბოლის ქართული სავანის ეპისტოლური და მემუარული მემკვიდრეობა

სურათი

სამეცნიერო პროექტი - სტამბოლის ქართული სავანის ეპისტოლური და მემუარული მემკვიდრეობა  (57/05)

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი -  ემერიტუს პროფესორი შუშანა ფუტკარაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები - როინ მალაყმაძე, ელზა ფუტკარაძე, ნაილა ჩელებაძე, თამილა ლომთათიძე

სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2013-2016 წწ.

სამეცნიერო პროექტის მიზანი - სტამბოლის ქართული სავანე – ქართველ კათოლიკეთა ეკლესია-მონასტერი ბიბლიოთეკით, სტამბით, სკოლებით – საუკუნეზე მეტი ხნის (1861-1982) მანძილზე წარმოადგენდა საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურისა და განათლების უმნიშვნელოვანეს კერას, საქართველოდან ლტოლვილი მოსახლეობის თავშესაფარს, საზღვარგარეთ არსებული ეროვნული ძალების შემაკავშირებელ ცენტრს. ამ ხნის მანძილზე სტამბოლის ქართული სავანე საქართველოდან და საზღვარგარეთის მრავალი ქვეყნის კულტურული ცენტრიდან მარაგდებოდა სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურით. მის არქივში დაცულია ბევრი სახელოვანი ადამიანის მიმოწერის ბარათი, მემუარული მემკვიდრეობა. სტამბოლის ქართული სავანის ბიბლიოთეკა და არქივი დღემდე სათანადოდ არაა შესწავლილი. წინამდებარე პროექტი მიზნად ისახავს სტამბოლის ქართული სავანის არქივში დაცული მიმოწერის ბარათებისა და გამოჩენილი ადამიანების მემუარული ხელნაწერების შესწავლას, რაც გარკვეულ წვლილს შეიტანს ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევის საქმეში. სავანეში დაცული საარქივო მასალა ავლენს  ქართველი ერის უახლესი ისტორიის საინტერესო ეპიზოდებს. მონასტრის არქივში დაცული მიმოწერის ბარათები წარმოადგენს მეტად მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროს. ისინი წარმოაჩენენ ჩვენი სახელოვანი წინაპრების ცხოვრებისა და შემოქმედების დღემდე უცნობ მონაკვეთებს. წერილების ტექსტები წარმოადგენს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე-20 საუკუნის 80-იან წლებამდე პერიოდის საქართველოს სარკეს. ამ მემკვიდრეობის შესწავლით სამეცნიერო მიმოქცევაში შემოვა სრულიად ახალი, დღემდე უცნობი მასალა. იგი გაამდიდრებს და გაამრავალფეროვნებს, საერთოდ, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ისტორიას.

სამეცნიერო პროექტის შედეგები - კვლევის შედეგები გამოქვეყნდება ცალკე წიგნად – „წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან“. წიგნში ტექსტურ მასალასთან ერთად წარმოდგენილი იქნება დოკუმენტების ასლები, წერილების ფოტოები, წერილების ავტორთა და სავანის ცხოვრების ამსახველი ფოტოები, კომენტარები და შენიშვნები, საძიებლები.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა