ბსუ-ს მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში დამზადებული ცნობილი არქიტექტურული კონსტრუქციების მოდელები გონიოს ციხეში გამართულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. არქიტექტურული პროექტების გამოფენაზე ფაბლაბის ნამუშევრებთან ერთად აჭარისათვის დამახასიათებელი ტიპური საცხოვრებელი სახლების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ბათუმის თანამედროვე არქიტექტურის ფოტოები გამოიფინა.
ღონისძიება გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარეობს, სადაც ბსუ-სთან ერთად საპროექტო კომპანიები მონაწილეობენ.
უკან |