სსიპ შემოსავლების სამსახური აცხადებს სტაჟიორთა მიღებას საბაჟო დეპარტამენტში.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 05.09.2017
ფუნქციები:
პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს გაფორმების ეკონომიკური ზონისა და საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:
- გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის, გასვლის, დგომის, მთლიანობისა და ლუქების საბაჟო კონტროლის განხორციელება;
- წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის შევსება და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება;
- საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;
- საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა;
- საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის პროცესში ჩართულობა;
- საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია კანონმდებლობით განსაზღვრული არასატარიფო ღონისძიებების განხორციელება;
- კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის გაფორმება;
- კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
- კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილეობა;
- საგადასახადო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;
- სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულების პროცესში მონაწილეობა
უკან |